"თავისუფალი დემოკრატების" ლიდერ ირაკლი ალასანიას განცხადებით, ეროვნული უმცირესობები პოლიტიკურ პროცესებში საკმარისად არ მონაწილეობენ.
მისი თმით, ეროვნული უმცირესობები და პირველ რიგში საქართველოს სომხური სათვისტომო, უფრო აქტიურ მონაწილეობას უნდა ღებულობდეს, როგორც დედაქალაქის, ასევე რეგიონის პოლიტიკურ ცხოვრებაში.
"დიდი სურვილი მაქვს პარლამენტში უფრო მეტი სომეხი ვიხილო. ჩემს პარტიაში მოვიზიდავთ სომეხ კანდიდატებსაც და ისინი პოლიტიკის რეალური მონაწილენი გახდებიან, რისაც დღეისთვის არ სწამთ", - განაცხადა ალასანიამ.