თბილისის შემოერთებულ სოფლებში არსებულ უსახელო ქუჩებს ახალი სახელები მიენიჭა. საკრებულოს გადაწყვეტილებით, თბილისის 421 ქუჩას დასახელება შეეცვალა.
ქუჩებს ახალი დასახელებები დედაქალაქის სამ რაიონში - ისან-სამგორში, გლდანი-ნაძალადევსა და დიდგორის რაიონშიც მიენიჭება. ახალი ინიცატივის შესახებ დღეს გამართულ შეხვედრაზე საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარე ლაშა იმედაშვილმა ისაუბრა.
მისი თქმით, თბილისში, დიდგორის რაიონში, სოფელ ოქროყანაში, სოფელ წავკაში, სოფელ შინდისში, სოფელ ტაბახმელაში, დაბა კოჯორში, სოფელ კიკეთში, სოფელ ახალდაბაში, დაბა წყნეთსა და ბეთანიაში მდებარე უსახელო ქუჩებს ახალი სახელები მიენიჭებათ.
"ისანი-სამგორის რაიონში, სოფელ წინუბანში, სოფელ ფონიჭალაში, სოფელ ნასაგურში, პატარა ლილოში, ვარკეთილის მეურნეობაში, დიდ ლილოსა და გლდანი-ნაძალადევის რაიონში გიორგიწმინდას დასახლებაში და სოფ. გლდანში არსებულ ქუჩებს დღეიდან ახალი სახელები ექნებათ",- განაცხადა ლაშა იმედაშვილმა.
დღევანდელ სხდომაზე დეპუტატებმა დღის წესრიგით წარმოდგენილ 5 საკითხზე მსჯელეს.