საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე თამაზ შოშიაშვილი "თავისუფალი დემოკრატების" ბრალდებებს არ იზიარებს და აცხადებს, რომ ვიქტორ დოლიძისა და ზურაბ აბაშიძის ბოიკოტი ნაადრევია.
მისი თქმით, დეპუტატების საბიუჯეტო საკითხთან დაკავშირებული პრეტენზიები ნოემბრის ბოლოს რომ იყოს გამოთქმული, აბსოლუტურად მისაღები იქნება, თუმცა პრეტენზიების გამოთქმა ჯერარწარდგენილ საბიუჯეტო პროექტზე არალოგიკურია.
"თბილისის ბიუჯეტი 18 მლნ 450 ლარით იზრდება, თავისუფალი დემოკრატები კი სოციალური თემატიკისთვის დამატებით 10 მლნ ლარის გამოყოფას რატომღაც მხარს არ უჭერენ, პარტია არც ავარიული სახლების აღდგენა რეკონსტრუქციას ემხრობა. რაც შეეხება თბილისის მერთან თანამშრომლობას, გიგი უგულავამ თავისუფალ დემოკრატებსა და სხვა ოპოზიციურ პარტიებს ბიუჯეტის ერთობლივი შემუშავების არაერთი შეთავაზება გაუკეთა. 2001 წლის ბიუჯეტის დამტკიცებისას თბილისის მერი ოპოზიციას შეხვდა და მათი წინადადებები შესაძლებლობისამებრ ასახული იყო გასული წლის ბიუჯეტში",- განაცხადა შოშიაშვილმა.
დღეს დედაქალაქის საკრებულოს სხდომაზე ქალაქის ბიუჯეტს განიხილავენ.