პოლიტიკური პროგნოზები თემაზე: რომელ ქვეყნებს ემუქრება რევოლუცია ლიბიის შემდეგ ამერიკელმა სენატორმა ჯონ მაკკეინმა გააკეთა.
სენატორი ფიქრობს, რომ მუამარ კადაფის რეჟიმის დამხობის შემდეგ ცვლილებების სურვილი ადამიანებს მთელს მსოფლიოში გაუჩნდებათ და მათ შორის იქნება სირია, ირანი, ჩინეთი და რუსეთის ფედერაცია. ეს სკანდალური განცხადება მაკკეინმა ლიბიაში ვიზიტის დროს გააკეთა.
სენატორმა გარდამავალი მთავრობის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა: "ჩვენ გვჯერა, რო ლიბიაში განვითარებული პროცესები ადამიანებს თავისუფლებებისა და ცვლილებების სურვილს გაუღვიძებს ირანში, დამასკოში, პეკინსა და მოსკოვშიც კი", _ განაცხადა მაკკეინმა.