აფხაზი სეპარატისტები კვლავ სამხედრო წვრთნას განაგრძობენ. ამჟამად 21-იდან 23 ოქტომბრამდე დაგეგმილ სეპარატისტთა წვრთნას “მთიან და ტყიან ადგილზე ღამით თავდაცვითი ცეცლის წარმოება” ეწოდება.
აფხაზური მხარის ინფორმაციით, აღნიშნული საბატალიონო-ტაქტიკური წვრთნა სოხუმთან ახლოს “წებელდის” პოლიგონზე გაიმართება და მასში მესამე სამთო ბატალიონი მიიღებს მონაწილეობას.
წვრთნაში ასევე მიიღებს მონაწილეობას საარტილერიო ბატალიონი, ნაღმმტყორცნელთა ბატალიონი და სხვა სამხედრო დანაყოფები.
უშუალოდ სამხედრო წვრთნაში ვარჯიში 22 ოქტომბერს გაიმართება. აღნიშნულ ინფორმაციას აფხაზეთის ე. წ. თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.