ნებისმიერი სამხედრო ოპერაცია პაკისტანისთვის მიუღებელი იქნება. ამის შესახებ პაკისტანის დაზვერვის შეფმა აჰმედ ფაშამ განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნულ შემთხვევაში, პაკისტანელი სამხედრო ძალები შესაბამის რეაგირებას მოახდენენ. როგორც ფაშამ პაკისტანის პოლიტიკური ლიდერების შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, ამერიკის ბრძოლა "ექსტრემიზმის წინააღმდეგ" პაკისტანისთვის ასევე მიუღებელი იქნება. პოლიტიკური ლიდერები ისლამაბადასა და ვაშინგტონს შორის არსებულ დაძაბულ ურთიერთობას განიხილავდნენ.
მასალის გამოყენების პირობები