ვენესუელის დედაქალაქ კარაკასის გარეუბან ლოს ვალეს დელ ტუიში ორი მატარებელი ერთმანეთს შეეჯახა. როგორც ქვეყნის ტრანსპორტის სამინისტრო იუწყება, შეჯახების შედეგად 30 ადამიანი დაშავდა. ტრანსპორტის მინისტრ ფრანცისკო გარსეს განცხადებით, ინციდენტში სულ სამი მატარებელი მონაწილეობდა. მისი თქმით, ძლიერად არავინ დაშავებულა.
მასალის გამოყენების პირობები