ფრაქცია "ერთობა სამართლიანობისათვის" წევრის ჯონდი ბაღათურიას განცხადებით, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის დიმიტრი შაშკინის დაპირების მიუხედავად, მარტვილის რაიონის, სოფელ ლეციცხვაიას საჯარო სკოლას დახურვა ემუქრება. "დიმიტრი შაშკინი დამპირდა, რომ აღნიშნული სკოლა ფუნქციონირებას არ შეწყვეტდა და მომავალშიც სრული დატვირთვით განაგრძობდა სასწავლო პროცესს. თუმცა, მოსწავლეებს სკოლაში მხოლოდ ექვს კლასამდე ეძლევათ სწავლის გაგრძელების საშუალება, ეს კი სკოლის დახურვის ტოლფასია." - განაცხადა ჯონდი ბაღათურიამ.
ქართული დასის ლიდერის განმარტებით, ის მზად არის სიმართლე დაამტკიცოს და მასსა და შაშკინს შორის, სატელეფონო საუბრის გამოქვეყნების თხოვნით კომპანია "მაგთის" მიმართოს
მასალის გამოყენების პირობები