1-ელ ოქტომბერს, 15.00 საათზე, სიღნაღში სტარტს აიღებს საერთაშორისო ფესტივალი ჰაერნაოსნობაში, რომელსახც ტურიზმის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, მაია სიდამონიძე გახსნის.
ფესტივალი საქართველოს ტურიზმის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით ტარდება და 1-დან 3 ოქტომბრამდე გასტანს. საქართველოს გარდა, მასში მონაწილეობასმიიღებს 18 მფრინავი 10 ქვეყნიდან - დიდი ბრიტანეთი, გერმანია, შვეიცარია, ფინეთი, ლიტვა, სომხეთი, რუსეთი, ბელორუსი და უკრაინა.
ამასთან, საქართველოში იმყოფება უკრაინული ტელეარხის, ‘ინტერის' გადამღები ჯგუფი, რომელიც ფესტივალის მიმდინარეობის შესახებ სიუჟეტებსტელეკომპანიის პირდაპირ ეთერში გადასცემს. ფესტივალის მონაწილე საჰაერო ბუშტები სტარტს სიღნაღის ცენტრალური მოედნიდან აიღებენ, ფრენები კიგანხორციელდება სიღნაღისა და თელავის ზონის ალაზნის ველზე.
მასალის გამოყენების პირობები