რუსეთმა სეპარატისტულ აფხაზეთში 116 ტონა ჰუმანიტარული დახმარება გააგზავნა. ტვირთი აფხაზეთში რუსეთის საგანგებო სიტუაციათა სამინისტროს ავტოკოლონამ ჩაიტანა. ტვირთის შემადგენლობაშია: ბურღულეული, შაქარი, ბრინჯი, ხორცისა და თევზის კონსერვები ასევე თბილი საბნები, და ორი მოძრავი ელექტროსადგური. ყველაფერი ეს სოციალურად დაუცველი ადამიანების ოჯახებში დარიგდება. ინფორმაციას ამის შესახებ აფხაზური მედია ავრცელებს.
"დახმარება არა მხოლოდ სასაზღვრო რაიონების მოსახლეობას შორის არამედ აფხაზეთის სხვა რაიონებშიც დარიგდება. ტვირთის პირველი პარტია უკვე გაგზავნილის გალის რაიონში", _ იუწყება აფხაზური მხარე.
აფხაზეთში ე.წ. რუსეთის საელჩოს მთავარი მრჩეველი გიორგი კრილოვი აცხადებს, რომ "ჰუმანიტარული აქცია ეს არის რუსეთის დახმარების ხელი, რომელიც მან მოძმე აფხაზ ხალხს უსასყიდლოდ გაუწოდა. ამას გარდა, უკიდურესად სიმბოლურია, რომ აქცია მთელი აფხაზი ხალხისათვის უმნიშვნელოვანესი დღესასწაულის წინ - დამოუკიდებლობის დღესასწაულის აღნიშვნის წინ ხორციელდება".