ვენესუელის პრეზიდენტი უგო ჩავესი თირკმლის უკარისობის დიაგნოზით ჰოსპიტალიზებულია. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული ესპანურენოვანი გაზეთი "El Nuevo Herald"-ი ავრცელებს. მათი ინფორმაციით, ვენესუელის ლიდერი უმძიმეს მდგომარეობაში პრეზიდენტის სასახლიდან დედაქალაქის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს.
ამავე დროს, ვენესუელის მთავრობა აღნიშნული ინფორმაციის შესახებ არავითარ კომენტარს არ აკეთებს და დუმილს ინარჩუნებს. ჰოსპიტალიზაციის შესახებ ინფორმაცია ჯერ ჯერობით არც ოპოზიციურ მედიას გაუვრცელებია.
გავრცელებული ინფორმაციით, ვენესუელის პრეზიდენტის მდგომარეობა 2011 წლის გაზაფხულსა და შემოდგომაზე გავლილი ქიმიოთერაპიის შემდეგ გაუარესდა.
2011 წლის ზაფხულში მას სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს. 20 ივნისს მან ოპერაცია გაიკეთა და ქიმიოთერაპიის რამდენიმე სეანსი კუბაში გაიარა. კონკრეტულად რა საკიხის სიმსივნე აქვს უგო ჩავესს მკაცრად გასაუდუმლოებულია, თუმცა მედიაში უკვე გაჟონა ინფორმაციამ იმის შესახებ, რომ უგო ჩავესს სწორი ნაწლავის სიმსივნე აწუხებს.
მასალის გამოყენების პირობები