საქართველოს არასამთავრობო სექტორს კიდევ ერთი ორგანიზაცია შეემატა. როგორც „უსაფრთხო სივრცის" წარმომადგენლები აცხადებენ ისინი თბილისის ეკოლოგიის საკითხებზე მუშაობას გეგმავენ.
ორგანიზაციის მიზანია მონიტორინგი გაუწიოს ხელისუფლების აქტივობებს თბილისის გარემოსდაცვით საკითხებში; დარღვეული უფლებებისა და კანონიერების აღსადგენად მიმართოს სასამართლოს ან სამართალდამცავ ორგანოებს.