დუშეთში, რუსთაველის ქუჩაზე, მილი არის გახეთქილი, რომლის გასაკეთებლადაც შესაბამისი სამსახურებისთვის მიმართვა გაკეთდა. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" დუშეთის საკრებულოს თავჯდომარემ ცარო საძაგლიშვილმა განუცხადა.
"მილი არს გახეთქილი და ის ინფორმაცია, რომ ტონობით წყალი იღვრება, სიმართლეს არ შეესაბამება. მილის გაკეთებესთვის ნებართვაა საჭირო, რის შემდეგადაც წყლის სამსახური რესტავრაციას მოახდენს", - განაცხადა საძაგლიშვილმა.
შეგახსენებთ, რო მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით დუშეთში, რუსთაველის ქუჩაზე, სასმელი წყლის დაზიანებული მილიდან ტონობით წყალი იღვრება.