თბილისის დავით აღმაშენებლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთი ნაწილი უნივერსიტეტის ხელმძღვანელობას უპირისპირდება. ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი, რომ აღნიშნულმა უნივერსიტეტმა აკრედიტაცია ვერ გაიარა, რაც იმას ნიშნავს, რომ სტუდენტები, რომლებიც უნივერსიტეტში ჩაირიცხნენ სხვა სასწავლებლებში უნდა გადანაწილდნენ.
სტუდენტებმა აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია დღეს დილით, საქართველოს განათლების სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული სიის შემდეგ გაიგეს.
აკრედიტაციის შეწყვეტის გამო, უნივერსიტეტში სწავლას ვერცერთი სტუდენტი ვეღარ აგრძელებს. სტუდენტების თქმით, სხვა სასწავლებელში სწავლის გაგრძელება პრობლემა იქნება, რადგან ცოტა ადგილებია დარჩენილი. თდასუ-ში სწავლის გარეშე დარჩენილია 2000 სტუდენტი.