გულის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით თბილისში ღონისძიება გაიმართება. აქცია "საქართველოს გულის ფონდის თავმჯდომარის" მერაბ მამაცაშვილის პატრონაჟით ჩატარდება.
აქციის ფარგლებში დაგეგმილია მარათონი, რომელიც სტარტს აიღებს სასტუმრო "რედისონიდან" და "ვარდების რევოლუციის" მოედნიდან. ფინიში იქნება თავისუფლების მოედანზე. დაგეგმილია ასევე სამეცნიერო კონფერენცია. დღის განმავლობაში ჩატარდება პაციენტთა კონსულტაციები.
აქციას მხარდაჭერა ქალაქ თბილისის მერიამ გამოუცხადა.
როგორც ჟურნალისტებთან საუბარში მამაცაშვილმა განაცხადა, აღნიშნული ღონისძიების მიზანი საზოგადოებისთვის გულის დაავადებების გამომწვევ მიზეზებზე ინფორმირებაა.
ღონისძიებას დედაქალაქის მერიის წარმომადგენლებთან ერთად, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მეუღლე მაკა მეტრეველიც დაესწრება.