რთველის მიმდინარეობით უკმაყოფილო გლეხებმა სიღნაღის რაიონის სოფელ ძველ ანაგაში საპროტესტო აქცია გამართეს. ამის შესახებ ინფორმაციას კახეთის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს. აქციის მონაწილეების თქმით, ყურძენი სიმწიფისგან ლპება, ღვინის ქარხნები კი რქაწითელს ამ დრომდე არ იბარებენ.
როგორც გლეხებმა კახეთის საინფორმაციო ცენტრს განუცხადეს, პრობლემის გაშუქების თხოვნით ცენტრალურ და ადგილობრივ ტელეკომპანიებსაც დაუკავშირდნენ, თუმცა აქცია არცერთმა ტელევიზიამ არ გადაიღო.
მასალის გამოყენების პირობები