შეერთებულ შტატებში პენტაგონზე ტერაქტის დაგეგმვაში ეჭვმიტანილი დააკავეს. 26 წლის რეზვან ფერდაუს მასაჩუსეტსიდან, ალ ქაედას იდეოლოგიურ და რესურსებით მხარდაჭერაში ედება ბრალი.
ცნობილია, რომ ის პენტაგონზე დისტანციური მართვის საფრენი მოწყობილობით აპირებდა თავდასხმას. საფრენ აპარატზე ბომბი იქნებოდა დამონტაჟებული. ფერდაუსი შეერთებული შტატების მოქალაქეა. მისი აყვანა გამოძიების ფედერალურმა ბიურო გასაიდუმლოებული სპეცოპერაციის შედეგად მოახერხა.