სარემონტო სამუშაოს გამო, 29 სექტემბერს, 10:00 საათიდან 16:00 საათამდე, სამგორის რაიონის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება. შეზღუდვა შეეხება მოსკოვის გამზირის, ლილოს დასახლების, ორხევის დასახლების, ვარკეთილის მასივის VI, VII, VIII კვარტალის, ჭიჭინაძის, ენუქიძის, ხომლელის, კალოუბნის, ქიზიყის და მიმდებარე ქუჩების მცხოვრებლებს.
სარემონტო სამუშაოს დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.