დღეს, 29 სექტემბერს, ახალი სოციალური პროექტის პრეზენტაცია გაიმართება. ჩაჩავას სახელობის კლინიკაში სმენადაქვეითებული და მეტყველებაშეზღუდული მშობიარეებისთვის სპეციალური სამსახური ამოქმედდება. ჩაჩავას კლინიკაში ახალ პროექტს პარლამენტის თავმჯდომარის, დავით ბაქრაძის მეუღლე მაკა მეტრეველი და თბილისის სოციალური მომსახურებისა და კულტურის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელი მამუკა ქაცარავა წარადგენენ. პროექტი მაკა მეტრეველის ინიციატივით ხორციელდება.
სმენადაქვეითებულ და მეტყველებაშეზღუდულ ქალებს საშუალება ექნებათ, სამშობიაროში კონსულტაციები სპეციალისტის დახმარებით მიიღონ. შესაბამისი კადრი ჯერჯერობით შერჩეული არ არის.