29 სექტემბერს, 14:00 საათზე, სრულიად საქართველოს კააოლიკოს-პატრიარქის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდში წიგნის "წმინდა მიწა - ცნობარი, ლოცვანი, საგალობელნი მომლოცველთათვის" პრეზენტაცია გაიმართება. წიგნის შემდგენელია დედა ევგენია (მახარაძე), რომელიც 2007 წლიდან დღემდე მოღვაწეობს იერუსალიმში არსებულ ქართულ სახლში.
წიგნი წარმოადგენს ქრისტიანული აღმოსავლეთის წმინდა ადგილების ისტორიულ გზამკვლევსა და ცნობარს, მას თან ერთვის ლოცვანი და საგალობელნი, რომელთა წარმოთქმა სასურველია სიწმინდეებთან მიახლოებისას.
ღონისძიების ორგანიზატორია სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი.