თბილისის სოციალური მომსახურებისა და კულტურის საქალაქო სამსახურის უფროს მამუკა ქაცარავას განცხადებით, ხუთ წლამდე ასაკის ბავშვების და 60 წლის ზემოთ პირების საყოველთაო დაზღვევა შესაძლოა მომავალი წლიდან განხორციელდეს.
" ნოზოლოგიების ვრცელი პაკეტი შედგება, რომელითაც ზემოთ აღნიშნული დაზღვეული პირები ისარგებლებენ. მათ სამედიცინო ხარჯებს კი, მთლიანად სახელმწიფო თავის თავზე აიღებს.
ამასთან, დაზღვევით კვლავ ისარგებლებენ სოციალურად დაუცველები", - განაცხადა ქაცარავამ თბილისის საკრებულოში გამართულ ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომაზე.
მისივე თქმით, მომავალი წლიდან მედიკამენტების კომპონენტით სოციალურად დაუცველთა სადაზღვევო პაკეტის გაუმჯობესებაზეა საუბარი.