დაღესტნის ერთ-ერთ რაიონში დანაღმული ავტომობილის აფეთქების შედეგად ერთი პოლიციელი და სამი სამოქალაქო პირი დაიღუპა ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, აფეთქების შედეგად ასევე დაიჭრა ოთხი პოლიციელი.
"სოფლის განაპირას მიტოვებული ავტომობილი აღმოაჩინეს. პოლიციელების მიერ ავტომობილის დათვალიერების დროს უცნობმა პირმა მასში ჩამონტაჟებული ასაფეთქებელი ნივთიერება მოქმედებაში მოიყვანა. აფეთქების დროს გზაზე ავტომობილი მიდიოდა. მასში მსხდომი სამივე სამოქალაქო პირი გარდაიცვალა", _ იუწყება რუსული მედია.