სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში" ვაჟა-ფშაველას დაბადებიდან 150 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო სიმპოზიუმი გაიხსნა. მასში მონაწილეობას 60-მდე მკვლევარი იღებდა.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას თსუ რექტორმა ალექსანდრე კვიტაშვილმა აღნიშნა, ამდენი მკვლევარის საქართველოში ჩამოსვლა ვაჟა-ფშაველას დიდ ისტორიულ მნიშვნელობაზე მიუთითებს.
"ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა, ვინაიდან ვაჟას ფენომენი უკვე ფართოდაა ცნობილი და ის ფაქტი, რომ 60 მკვლევარია ჩამოსული, ეს იმას ადასტურებს თუ რა დიდი ისტორიული მნიშვნელობისაა ვაჟა-ფშაველა", - განაცხადა ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, ალექსანდრე კვიტაშვილმა.
შეხვედრაზე მკვლევარებმა ლიტერატურაში ვაჟას როლზე ისაუბრებს.
აღსანიშნავია, რომ 4 დღის შემდეგ მეცნიერების შეხვედრა ჩარგალში საზეიმოდ დაიხურება. სიმპოზიუმში ქართელ მეცნიერებთან ერთად უცხოელი მკვლევარებიც მონაწილეობენ.