სარემონტო სამუშაოების გამო 29 სექტემბერს 10 საათიდან 16 საათამდე სამგორის რაიონის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება.
შეზღუდვა შეეხება: მოსკოვის გამზირის, ლილოს დასახლების, ორხევის დასახლების, ვარკეთილის მასივის VI, VII, VIII კვარტალის, ჭიჭინაძის, ენუქიძის, ხომლელის, კალოუბნის, ქიზიყის და მიმდებარე ქუჩების მაცხოვრებლებს.
სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.