აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა გააკრიტიკა ისრაელის ხელისუფლება მის მიერ მიღებული გადაწყვეტილების თაობაზე, რომელიც ოკუპირებულ აღმოსავლეთ იერუსალიმში 1100 სახლის მშენებლობას ითვალისწინებს.
კლინტონი მიიჩნევს, რომ აღნიშნული ხელს შეუშლის ისრაელსა და პალესტინელებს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების განახლებას.
კლინტონმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ორივე მხარემ თავი უნდა შეიკავოის პროვოკაციული ქმედებებისაგან.
შეგახსენებთ, რომ გასულ კლვირას პალესტინის ავტონომიის ლიდერმა მაჰმუდ აბასმა, გაეროს გენერალურ მდივანს პან გი მუნს გადასცა განაცხადი პალესტინის გაეროს სრულუფლებიანი წევრად აღიარების შესახებ.