სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმების კონკურსში - "ჩვენ ქართველები ვართ" გამარჯვებული ავტორების დაჯილდოება გაიმართა. დაჯილდოების ცერემონიას სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის პირველი მოდგილე გიორგი ავალიანი, ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის დირექტორი ლიკა მეღვინიშვილი და შვედეთის სამეფოს კინოსტუდია "ჰალანდის" წარმომადგენლები დაესწრნენ.
როგორც ავალიანმა აღნიშნა სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტრო გამარჯვებულ სტუდენტებს ფინანსურად და ტექნიკურად გვერდში დაუდგება.
"ამ ადამიანებს საშუალება ექნებათ საერთაშორისო დონეზე თავიანთი ნამუშევრები წარმოადგინონ. ამ სტუდენტების დახმარება სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროს მთავარი პრიორიტეტია", - აღნიშნა ავალიანმა.
შეგახსენებთ, რომ კონკურსის ფარგლებში, უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებს შორის გამოცხადდა 15-წუთიანი დოკუმენტური ფილმის სცენარების კონკურსი.
სულ კონკურსზე ხუთი სასწავლებლის (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი; ი. ჯავახიშვილის ხახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი, შ.რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი; სამხატვრო აკადემია) 15სცენარი იყო წარდგენილი. აქედან, საუკეთესო სცენარი კომპეტენტურმა ჟიურიმ გამოავლინა.
ჟიურიმ დღეს საუკეთესოდ ილიას უნივერსიტეტის სტუდენტების ნამუშევრები დაასახელა.