ცოტა ხნის წინ ელტონ ჯონმა განაცხადა, რომ მუშაობა დაიწყო ფილმზე, რომელიც საკუთარ თავს მიუძღვნის. ყველა სტანდარტული ფილმიდან, რომელიც ცნობილ ადამიანებს ეძღვნება, მისი ფილმი განსხვავებულია იმით, რომ მსახიობები რომლებიც ფილმში დაკავდებიან, უფრო მეტს იმღერებენ და იცეკვებენ, ვიდრე ისაუბრებენ.
სერ ელტონ ჯონი და მისი მეგობარი დევიდ ფერნიში შეუდგნენ სცენარზე მუშაობას. ფილმის წარმოებას კინოსტუდია Rocket Pictures შეუდგება, რომელიც თავად მომღერალს ეკუთვნის.
ფილმში ნაჩვენები იქნება მომღერლის შემოქმედებითი გზა დაწყებული 60-იანი წლებიდან დღემდე. დიდ ყურადღებას დაუთმობენ დევიდთან ურთიერთობას.
თავდაპირველად მომღერალმა დაგეგმა შეექმნა ბაიოპიკის ანიმაციური ვარიანტი, შემდეგ გადაიფიქრა და გადაწყვიტა, რომ მისი მღელვარე ცხოვრების ისტორია ცოცხალმა მსახიობებმა უნდა განასახიერონ. ფილმის სცენარზე მუშაობს აგრეთვე ლი ჰოლი, რომელიც დიდი ხანია თანამშრომლობს ელტონთან და მის კინოსტუდიასთან. თავად სერ ელტონ ჯონმა განსაზღვრა მისი ფილმის სახელწოდება, როგორც "ბიოგრაფიული მუსიკალური ფანტაზია".
ვინ განასახიერებს ეკრანზე ექსცენტრიული მუსიკოსის როლს, ჯერ უცნობია.