პოლ სეზანის ნახატი "მადამ სეზანი ორანჟერეაში" მეტროპოლიტენ მუზეუმის საკუთრებაში რჩება. ასეთი გადაწყვეტილება მიიღო ნიუ-იორკის სამხრეთის ოლქის ფედერალური სასამართლოს მოსამართლემ შირა შეიდლიმ.
სეზანის ნამუშევარზე პრეტენზია ვინმე პიერ კონოვალოფმა განაცხადა, რომელიც თავს ცნობილი მოსკოველი მეცენატის ივან მოროზოვის შთამომავლად აცხადებს. მისი მტკიცებით, მოროზოვმა სეზანის ნამუშევარი რუსეთის რევოლუციამდე ექვსი წლით ადრე შეიძინა. ბოლშევიკების დროს კი მოხდა მისი კოლექციის ნაციონალიზაცია.
P
პარიზში მცხოვრები კონოვალოფის სიტყვებით, საბჭოთა რეჟიმმა გაანადგურა მოროზოვის მონაცემები საკუთრებაზე და შემდეგ ნამუშევარი საზღვარგარეთ გაყიდა. ნახატი კოლექციონერ სტივენ კლარკის მფლობელობაში აღმოჩნდა, რომელმაც იგი მეტროპოლიტენ მუზეუმს უანდერძა.
მოსამართლემ აღიარა, რომ საბჭოთა ხელისუფლებამ სეზანი საკუთრებაში ოფიციალური დეკრეტის საფუძველზე მიიღო, ამიტომ, მიუხედავად იმისა, იყო თუ არა კანონიერი ნახატის საზღვარგარეთ გაყიდვა, კონოვალოფს სურათზე არანაირი უფლება არ გააჩნია.
ადრე გავრცელებული ინფორმაციით, ივან მოროზოვის შთამომავალს სხვა სარჩელიც ჰქონდა, იგი იელის უნივერსიტეტს ვან გოგის "ღამის კაფეს" ედავებოდა. კონოვალოფის წარმატების შესახებ სასამართლოში ცნობილი არ არის.