ექვსი კოსოვოელი სერბი დაშავდა საპროტესტო აქციების მონაწილეთა და ნატოს ეგიდის ქვეშ მიმდინარე სამხედრო მისიის მებრძოლებს შორის მომხდარი შეტაკებისას. ინფორმაციას ამის შესახებ "როიტერი" ავრცელებს.
ინციდენტი საკონტროლო-გამშვები პუნქტის სიახლოვეს მოხდა სერბეთთან საზღვარზე. მისიის სამხედრო მოსამსახურეებმა კოსოვოელი სერბების მიერ დამონტაჟებული ბარიკადის აღება სცადეს. სერბებმა კი მათ ქვები დაუშინეს. საპასუხოდ ცრემლსადენი გაზი გაუშვეს.
შეგახსენებთ, რომ ბოლო დროს სიტუაცია კოსოვოსა და სერბეთის საზღვარზე გამწვავდა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც კოსოვოს მთავრობამ სასაზღვრო გადასასვლელებზე კონტროლის დამყარება დაიწყო.