სულ მცირე 16 ადამიანი დაიღუპა დღეს ავღანეთში მომხდარი აფეთქების შედეგად. გარდაცვლილთა უმეტესობა ბავშვია. ინფორმაციას ამის შესახებ "ბი-ბი-სი" ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, აფეთქება ავღანეთის პროვინცია გერათში მოხდა. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ბომბი, რომელიც გზის ნაპირას იყო დამონტაჟებული, მაშინ აფეთქდა, როდესაც გზაზე ავტობუსმა გაიარა. ავტობუსში ავღანელები ისხდნენ, რომლებიც ქორწილიდან ბრუნდებოდნენ.