თურქეთის პრემიერ მინისტრმა რეჟებ ტაიიპ ერდოღანმა "ასოშიეიტედ პრესისთვის" მიცემულ ინტერვიუში გააკეთა მინიშნება იმასთან დაკავშირებით, რომ ირანის ისლამურ რესპუბლიკასთან ერთობლივ სამხედრო ოპერაციას ამზადებს. ინფორმაციას ამის შესახევ სააგენტო "მიგნიუსი" ავრცელებს.
"ერთობლივი ოპერაცია ქურთი სეპარატისტების წინააღმდეგ იქნება მიმართული, რომლებიც აქტიურად მოქმედებენ, როგორც თურქეთის, ასევე ირანის ტერიტორიაზე", -განაცხადა მან.
ერდოღანმა ასევე განაცხადა, რომ მსგავს ოპერაციას "თავისი ფასი ექნება". სავარაუდოდ იგი თურქეთის შესაძლო დანაკარგზე საუბრობდა.