რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ კალაშნიკოვის ავტომატების შესყიდვაზე უარი თქვა. ეს განცხადება რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა ნიკოლაი მაკაროვმა გააკეთა.
გენერლის თქმით, "სამობილიზაციო მარაგი, რომელიც სახელმწიფოში არსებობს, მათ შორის ავტომატთან მიმართებაში, ათჯერ აღემატება საჭიროებას".
"ნეზავისიმაია გაზეტას" სამხედრო მიმომხილველის ვლადიმერ მუხინის თქმით, ხელისუფლებამ კალაშნიკოვის ტიპის ავტომატების შესყიდვა ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ შეწყვიტა და ბოლო დროს მათი შესყიდვა ძალიან მცირე რაოდენობით ხდებოდა.
ექსპერტების ინფორმაციით, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო შეიარაღებული ძალებისათვის ახალი ავტომატისათვის კონკურსს ატარებს და მას "აკ-74" -ის ბოლო მოდელის შეცვლა უნდა.
კალაშნიკოვის ავტომატი 1947 წელს შეიქმნა.
მასალის გამოყენების პირობები