ბულგარეთის პოლიციამ მასობრივი საპროტესტო აქციების 100 -ზე მეტი ადამიანი დააკავა. აქციები მესამე დღეა მიმდინარეობს და ბოშების წინააღმდეგ არის მიმართული.
მღელვარებები გასულ პარასკევს სოფელ კატუნიცაში დაიწყო, მას შემდეგ როდესაც ადგილობრივი ბოშების ბარონთან დაახლოებულმა პირმა (სხვა ინფორმაციით კი თავად ბოშების ბარონმა) ავტომობილით 19 წლის ახალგაზრდა გაიტანა. ამის გამო, მღელვარებებია ასევე ბულგარეთის სხვა ქალაქებში: სოფიაში, ვარნაში, პლოვდივუსა და კიდევ რამდენიმე ქალაქში.
ბულგარეთის მთელს ტერიტორიაზე მაცხოვრებელი ბოშები შურისძიების მიზნით დარბევას ელიან და თავდაცვისათვის ხელკეტებს, ნაჯახებსა და ცეცხლსასროლ იარაღს იმარაგებენ.