"ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერები გიორგი თარგამაძე, მაგდა ანიკაშვილი და რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატი ნიკო ლაშხი დღეს თელავში საბრძოლო ძალების ვეტერანს, ყოფილ მფრინავს ვანო ბუჩუკურს ესტუმრნენ.
"სოხუმის დაცემის დღეს ჩვენ გადავწყვიტეთ აფხაზეთში მებრძოლი, ღვაწლმოსილი ადამიანის ბედით დავინტერესებულიყავით, სურათი სამწუხაროდ სავალალოა. ბატონი ვანო იღებს იმაზე ნაკლებ პენსიას, ვიდრე სხვა ასაკობრივი პენსიონერები და არ გააჩნია სოციალური დაცვის არანაირი გარანტიები, არა აქვს ჯანდაცვის პოლისი. ეს სახელმწიფოს მხრიდან უპასუხისმგებლო დამოკიდებულებაზე მეტყველებს იმ ადამიანების მიმართ, ვისთანაც ქვეყანა ვალშია" - განაცხადა მაგდა ანიკაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები