დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი მირზა (პაპუნა) დავითაიას შეფასებით, 27 სექტემბერი დიდ ტრაგედიასთან ერთად მსოფლიო თანადგომის დღეა.
„ერთ-ერთი ტრაგიკული დღე, რომელიც ქარველ ხალხს 18 წლის შემდეგაც ტკივა. თან ამაყი ვარ, რომ ცივილიზებული სამყარო კონფლიქტის მოგვარებაში აქტიურად გვეხმარება",- განაცხადა ჯი-ეიჩ-ენთან საუბარში პაპუნა დავითაიამ და დასძინა, რომ სოხუმის დაცემის დღეს, ქართველი ემიგრანტები და უცხოელი მეგობრები მთელს მსოფლიოში აღნიშნავენ.
შეგახსენებთ, რომ სოხუმის დაცემიდან დღეს 18 წელი შესრულდა.