"თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა ირაკლი ალასანიამ პარტიიის წევრებთან ერთად აფხაზეთის ომში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო..
ალასანია გმირთამ მოედანზე შეკრებილ შვილმკვდარ დედებს დაჰპირდა, რომ იმ საქმეს, რომელსაც მათი შვილები შეეწირნენ, ბოლომდე მიიყვანს.
„გახსოვდეს ეს გმირები ნიშნავს, რომ იზრუნო იმ ადამიანების კეთილდღეობისთვის, ვინც მათ დარჩათ. ჩვენ არა მარტო ტკივილი და სინანული, არამედ მომავლის იმედიც უნდა გვაერთიანებდეს და რაც ყველაზე მთავარია ორივე მხარემ უნდა გადავდგათ შემხვერდი ნაბიჯები, ყველა უნდა მიხვდეს, რომ 92-93 წლებში განვითარებული მოვლენები დიდი შეცდომა იყო და ამ შეცდომის გამოსწორება მხოლოდ ერთმანეთისკენ აქტიური ნაბიჯებით არის შესაძლებელი",- განაცხადა „თავისუფალი დემოკრატების ლიდერმა ჟურნაისტებთან საუბარში.