ახმეტის რაიონში - 31 წლის ლამარა ბოხვაძეს ხელში გაზის რეზერვუარი აუფეთქდა, რის შედეგადაც სხეულის 40 პროცენტის დამწვრობა მიიღო. მას განსაკუთრებით სახე და ზემო კიდურები დაუზიანდა.
რადიო ჰერეთის ინფორმაციით, პაციენტი კატასტროფის ბრიგადამ თბილისის დამწვრობის ცენტრში გადმოიყვანა. ის ახლა რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. ამ დროისთვის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.