მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობა საერთაშორისო პროექტის _ ომისაგან თავისუფალი მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შესული ქალაქების _ ფარგლებში 4 დღიან შეხვედრებს აწყობს. ამასთან დაკავშირებით დღეს სასტუმრო "ქორთიარდ მერიოტში" გახსნითი ცერემონიალი მოეწყო.
პროექტის ფარგლებში დღეს იგეგმება პროექტის უცხოელი პარტნიორების გამგზავრება მცხეთაში, რათა ადგილზე შეისწავლონ არსებული მდგომარეობა.
სამუშაო შეხვედრების შედეგად მომზადდება რისკის მზადყოფნის გეგმა, რაც წარმოადგენს წინაპირობას იმისა, რომ მცხეთის მსოფლიო მნიშვნელობის მემკვიდრეობას მიენიჭოს გაძლიერებული დაცვის სტატუსი ჰააგის კონვენციის თანახმად.
ქართველ ექსპერტებთან ერთად შეხვედრებს დაესწრებიან ჭAთჩH-ის გენერალური მდივანი, დოქ. კლაუდიო ჩიმინო, ბოლონიის უნივერსიტეტის პროფესორი ჯუზეპო მაინო, ავსტრიის შეიარაღებული ძალების პოლკოვნიკი მიხეილ პეზენდორფერი, ლიბანის ამერიკული უნივერსიტეტის პროფესორი რაშიდ ჩამონი და სხვები