დღეს, 27 სექტემბერს, 12:00 საათზე რუსთავის იუსტიციის სახლს ფედერალური გამოძიების ბიუროს დირექტორის მოადგილე ჯოზეფ დემარესტი ესტუმრება. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" იუსტიციის სამინისტროდან აცნობეს, იუსტიციის მინისტრის მოადგილე გიორგი ვაშაძე მას სამინისტროს ახალი ბრენდის - იუსტიციის სახლის კონცეფციას გააცნობს. ჯოზეფ დემარესტი მოისმენს პრეზენტაციებს ქვეყანაში გატარებული რეფორმების შესახებ.
ჯოზეფ დემარესტი საქართველოში თბილისში მიმდინარე შეხვედრა-სემინარის ფარგლებში იმყოფება, რომელშიც მონაწილეობენ ფედერალური გამოძიების ბიუროს აკადემიის კურსდამთავრებულები ამერიკისა და ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან. ვიზიტის მიზანი საქართველოს სამართალდამცავ სტრუქტურაში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმების გაცნობაა.