დღეს, 27 სექტემბერს, 12:00 საათზე, სასტუმრო "ამბასადორში", ცენტრალური საარჩევნო კომისია საზოგადოებრივი საკონსულტაციო საბჭოს მორიგ შეხვედრას გამართავს.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" ცენტრალური საარჩევნო კომისიიდან აცნობეს, შეხვედრაზე ცენტრალური საარჩევნო კიმისიის თავმჯდომარე საბჭოს წევრებს 2011-2015 წლების სტრატეგიული გეგმის პროექტს წარუდგენს.