2011 წელს სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას 82 ჟურნალისტია დაღუპული. შესაბამისი ინფორმაცია პრესის საერთაშორისო ინსტიტუტმა - IPI გაავრცელა.
ტაიბეში (ტაივანი) გამართულ ყოველწლიურ ფორუმზე IPI-ს დირექტორმა ელისონ მაკკენზიმ განაცხადა, რომ ჯურნალისტებისთვის ყველაზე საშის ქვეყანად ჯერაც მექსიკა რჩება. აქ წლის დასაწყისიდან 10 ჟურნალისტია მოკლული, რომლებიც ნარკომაფიის საქმიანობას იძიებდნენ.
ჟურნალისტებისთვის საშიში ქვეყნების სიაში მეორე ადგილზეა ერაყი, სადაც 8 ჟურნალისტია მოკლული,ხოლო მესამეზე პაკისტანი. ამ ქვეყანაში 6 ჟურნალისტი დაიღუპა.
ჟურნალისტებისთვის ასევე რთული ქვეყნებია ტუნისი, ეგვიპტე და ლიბია.
ელისონ მაკკენზის განცხადებით 2011 წელს მთელს მსოფლიოში პრესის თავისუფლების მხრივ კლიმატი მნიშვნელოვნად გაჯანსაღდა.