ნორვეგიის პროკურატურამ ტერაქტის მომზადებისთვის სამი ადამიანი დააკავა. სამართალდამცავები ვარაუდობენ, რომ დაკავებულები დანიური გაზეთის რედაქციაზე აპირებედნენ თავდასხმას. თავდასხმის მიზეზად წინასწარმეტყველი მუჰამედის კარიკატურების გამოქვეყნება გახდა.
გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულები არიან ირანის, უზბეკეთისა და ჩინეთის მოქალაქეები. მათი დაკავება ნორვეგიასა და გერანიაში მოხდა.
გამოძიების მტკიცებით დაკავებულებს შეძენილი ქონდათ ასაფეთქებელი მოწყობილობები და ცდილობდნენ ცეცხლსასროლი იარაღის შეძენას.