"ახალ გალერეაში" მოეწყობა ვახო ბუღაძის პერსონალური გამოფენა, სახელწოდებით "კენტავრის სიყვარული''. ექსპოზიცია 27 სექტემბერს გაიხსნება და 10 დღის განმავლობაში გაგრძელდება.
ვახო ბუღაძე პერსონალურ გამოფენებს ყოველწლიურად აწყობს. მისი ბოლო ექსპოზიცია 2010 წელს "სტელას ბაღში" გაიმართა. მისი გამორჩეული გამოფენები 2000 წლის ღია ცის ქვეშ, "ძველი აბრეშუმის ქარხანაში'' და 1999 _ გამოფენა-აქცია დანგრეულ სახლში მოეწყო.