ამერიკულმა კინოაკადემიამ წარმოადგინა შეზღუდვების ახალი სია, რომელსაც ის მის წევრებსა და წლის მთავარი კინოდაჯილდოების პრედენდენტებს უწესებს. ყველაზე საინტერესოა "ოსკარის" პრეტენდენტებზე ნეგატიური კომენტარების აკრძალვა სოციალურ მედიაში.
კინოაკადემიის წევრი, რომელიც განათავსებს ასეთ კომენტარებს, მაგალითად ტვიტერზე ან ფეისბუქზე, ერთი წლის განმავლობაში ჩამოშორდება კინოაკადემიას. აკრძალვის განმეორებით დარღვევის შემთხვევაში, იგი გაირიცხება კინოაკადემიიდან.
აკრძალვა ძალაში შედის მას შემდეგ, რაც "ოსკარის " ნომინანტთა სია გამოქვეყნდება.
გარდა ამისა, წევრებს და ნომინანტებს ეკრძალებათ, მონაწილეობა მიიღონ საზეიმო მიღებაზე, რომელიც რომელიმე ფილმის ან კინომატოგრაფისტის პატივსაცემად გაიმართება. ნებადართულია მხოლოდ ფილმ-ნომინანტის ჩვენებაში მონაწილეობა.
ერთადერთი გამონაკლისი თავად კინოაკადემიის ღონისძიება და შეხვედრაა, რომელიც პროფესიული გილდიების მიერაა ორგანიზებული.
შეგახსენებთ, რომ "ოსკარი 2012"-ის ცერემონიალი 2012 წლის 26 თებერვალს გაიმართება.