ლონდონში შექსპირის პიესების მსოფლიო ფესტივალზე მარჯანიშვილის დასი ლევან წულაძის ხელმძღვანელობით სპექტაკლს წარადგენს. 37 მონაწილე ქვეყანას შორის ფესტივალში საქართველო წელს პირველად ჩაერთო.
დასი ფესტივალზე წარადგენს ბრიტანელი დრამატურგის შემოქმედების მიხედვით დადგმულ სპექტაკლს "როგორც გენებოთ".
როგორც "ჯი-ეიჩ-ენისთვის" გახდა ცნობილი, წულაძე პიესაზე უკვე მუშაობს, რის დასრულების შემდეგაც მსახიობებს შეარჩევს. იგეგმება სპექტაკლის პრემიერა საქართველოში, ღია ცის ქვეშ.
მარჯანიშვილის თეატრი ფესტივალზე 18-19 მაისს წარდგება.