თბილისში პატრიცია კაასი ჩამოდის. ფრანგმა მომღერალმა ფილარმონიაში სოლოკონცერტი უნდა გამართოს. კაასი ქართველი მსმენელის წინაშე ახალი პროგრამით და 17-კაციანი ჯგუფით წარდგება.
ორგანიზატორები ამბობენ, რომ საკონცერტო პროგრამა უკვე შედგენილია, ამ დრომდე დაუზუსტებელია კონცერტის ზუსტი თარიღი.
ვარსკვლავის პროდიუსერთან მოლაპარაკებები ამ დრომდე მიმდინარეობს.