ჩინელი რეჟისორის ჩჟან იმოუს დრამა "ომის ყვავილები", სადაც მთავარ როლს კრისტიან ბეილი ასრულებს, წარადგენენ "ოსკარზე", ნომინაციაში "საუკეთესო უცხოური ფილმი".
ფილმი, ადრე ცნობილი სახელწოდებით "ნანკინის გმირები", ყველაზე ძვირად ღირებული ფილმია ჩინური კინომატოგრაფიის ისტორიაში. მისი ბიუჯეტი 94 მილიონ დოლარად ფასდება.
კრისტიან ბეილი ამერიკელი მისიონერის როლს თამაშობს, რომელიც ქალაქის მცხოვრებლებს იაპონელი დამპყრობლების მიერ მოწყობილი ხოცვისაგან გადაარჩენს.
შეგახსენებთ,რომ 1937 წელს იაპონიის ჯარის მიერ ოკუპირებული იყო იმ დროის ჩინეთის დედაქალაქი ნანკინი. რამდენიმე კვირის განმავლობაში მოკლულ იქნა დაახლოებით 300 ათასი მშვიდობიანი მოქალაქე მათ შორის ქალები და ბავშვები.
ნანკინში დარჩენილი ევროპელები და ამერიკელები, ძირითადად რელიგიური მისიების წარმომადგენლები, ცდილობდნენ დახმარებოდნენ ადგილობრივ მოსახლეობას. მათ მიერ შექმნილი ე.წ. ნანკინის უსაფრთხოების ზონის საშუალებით მინიმუმ 200 ათას ჩინელს სიცოცხლე შეუნარჩუნდა.
"ოსკარი 2012 "-ის ნომინანტები 2012 წლის 24 იანვარს დასახელდება.
დაჯილდოების ცერემონიალი 2012 წლის 26 თებერვალს გაიმართება.