სოფელ ჭოპორტთან მომხდარი ავტოავარიისას დაშავებული 37 წლის ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. გავრცელებული დაშავებული ღუდუშაურის კლინიკაში კომატოზურ მდგომარეობაში, რეანიმაციულ განყოფილებაშია გადაყვანილი.
ასევე მძიმეა იმ ოთხი მამაკაცის მდგომარეობა, რომლებიც ამავე საავადმყოფოში გადიან მკურნალობას.
შეგახსენებთ, რომ სოფელ ჭოფორტის გადასახვევთან ფორდის მარკის ავტომანქანა შეშით დატვირთულ კამაზს შეასკდა. შემთხვევას 5 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა 13 მგზავრი კი სხვადასხვა კლინიკაში გადაიყვანეს.