ცნობილი ჰოლივუდური წყვილი სახლში განმარტოებას ვერ ახერხებს. იმისათვის, რომ პიტმა და ჯოლმა განმარტოება მოახერხონ, მათ სახლიდან გაპარვა უწევთ. ექვსი ბავშვის პირობებში საძინებელში მარტო დარჩენა წყვილისთვის პრობლემური გახდა.
"გვიწევს დროის გამონახვა, რათა დედიკო და მამიკო ერთად იყვნენ და ჩვენ ამაში სასტუმროები გვშველიან", - განაცხადა ბრედ პიტმა.
The Ellen DeGeneres Show-ში პიტმა იხუმრა, რომ ხშირად მათი სახლი ფსიქიატრიული საავადმყოფოს ემსგავსება.
პიტის თქმით, თავისუფალი დროის მოპოვებაც კი "ბრძოლით" უხდებათ.
კითხვა თუ როდის აპირებს წყვილი დაქორწინებას პიტმა როგორც ყოველთვის უპასუხოდ დატოვა.