სოფო ნიჟარაძის ავარიასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ოფიციალურად უარყოფენ. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" მარინა ბერიძემ განუცხადა, ის მომღერალს დღეს ესაუბრა და თავს კარგად გრძნობს.
"სოფოს ველაპარაკე და ძალიან კარგად გრძნობს თავს. ყველაფერი ჭორია. სოფო 9 ოქტომბერს "ქეთო და კოტეში" კვლავ ითამაშებს", - აცხადებს ბერიძე.
სავარაუდოდ, მომღერალს ავარიასთან დაკავშირებით ჭორი კუს ტბაზე, მიხალკოვის ფილმის გადაღებიდან წამოსვლის შემდეგ გაუვრცელეს.
შეგახსენებთ, რომ დავით დოიაშვილის გათანამედროვებულ მიუზიკლში "ქეტო და კოტე" სოფო ნიჟარაძე მთავარ როლს ასრულებს.